Friday, October 31, 2014

მე-9 დღე

რეფლექსია
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.დავასრულეთ ინტელის კურსი .მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები.ტრენინგის ბოლოს მომზადებული მაქვს პროექტი გაკვეთილი, რომელიც  ელოდება განხორციელებას.
მადლობა ხათუნა მასწავლებელს, გულისხმიერებისა და მოთმინებისათვის.ძალიან მოგვენატრებით.

Wednesday, October 29, 2014

მერვე დღე

                    რეფლექსია
შევავსეთ პროექტის აქტივობები.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,გარდნერის თეორიაზე.შევისწავლეთ დიზაინის შეცვლა ბლოგში და გაჯეტების დამატება. მადლობა ხათუნა მასწავლებელს.

Friday, October 24, 2014

მეშვიდე დღე

რეფლექსია
ვისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების ჩარჩოში.  ძალიან  მომეწონა  "უკუკავშირი", რომელიც  მნიშვნელოვანია  იმ  მოსწავლისთვისაც  ვინც  მას  გასცემს  და  იმისთვისაც  ვინც  იღებს.  ამ  დროს  მოსწავლე  უკეთ  აყალიბებს  აზრებს, რაც  მნიშვნელოვნად  ეხმარება  პროექტის  ფარგლებში.  

Wednesday, October 22, 2014

მეექვსე დღე

რეფლექსია
საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა დღემ.ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასება. თავადაც შევქმენით სავარაუდო ჩეკ- ლისტი.ვიმუშავეთ  პოვერ-პოინტში.შევქმენით სლაიდები.მოსწავლის როლში შევასრულე ჩემი პროექტის ერთ-ერთი აქტივობა.

Wednesday, October 15, 2014

მეხუთე დღე

დღეს შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების დროის ჩარჩო.მისი საჭიროება და მნიშვნელობა მოსწავლეთა შესაფასებლად. გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და ინსტრუმენტებს 5 კატეგორიად. ის გამომადგება პრაქტიკაში.მადლობა ხათუნა მასწავლებელს.

Friday, October 10, 2014

მეოთხე დღე


დღეს მოვიფიქრეთ კითხვები შევინახეთ გუგლიდრაივში.გავუზიარეთ ერთმანეთს. პროექტის შაბლონში შევიტანეთ კრიტერიუმები მიზნები, ინდიკატორები.
მადლობა ხათუნა მასწავლებელს, რომელიც ასე გასაგებად გვიხსნის ყოველივეს. 

Wednesday, October 8, 2014

მესამე დღე



დღეს შევისწავლეთ პროექტის ბუკლეტის შედგენა,რაც გამომადგება პრაქტიკაში .
ის ჩემს სამიზნე ჯგუფს გაუღვივებს მოტივაციას.